2018 წლის 27 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით გავიარე ტრენინგი "ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში".ტრენინგის მიზანი იყო თანამედროვე ტექნოლოგიების უნარ-ჩვევების შესწავლა და გამოყენება.შევისწავლეთ word-ის, excel -ის, drive-ის,powerpoint -ის გამოყენება.ასევე შევისწავლეთ blog -ის შექმნა და გამოყენება,youtube-დან ინფორმაციის გადმოწერა და ბლოგზე ატვირთვა.გავეცანით ინტერნეტ საიტებს რომლებიც ხელს უწყობს მრავალფეროვანი რესურსების შექმნას და ასევე ეხმარება მასწავლებელს პროფესიული უნარების განვითარებაში და საგაკვეთილო პროცესსის გამრავალფეროვნებაში.
ჩემთვის ეს ტრენინგი იყო ძალიან ნაყოფიერი.დამანახა ისტ-ის გამოყენების უნიკალური შესაძლებლობები რაც ჩემ გაკვეთილებს უფრო გაამრავალფეროვნებს და უფრო საინტერესოს გახდის ჩემი მოსწავლეებისათვის.დამანახა რესუსრსების შექმნის უნიკალური შესაძლებლობა რაც უფრო მოტივირებული გამხადა რომ უფრო მეტი ვიმუშავო ამ კუთხით და ეს ყველაფერი დამეხმარები ბავშვები იყვნენ უფრო მოტივირებულნი და მონდომებულნი ჩემ გაკვეთილზე.
Sunday, July 15, 2018
Friday, July 13, 2018
Wednesday, July 11, 2018
Sunday, July 8, 2018
21 -ე საუკუნის უნარ-ჩვევები
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები[1]
სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები
შემოქმედებითობა და გამომგონებლობა
● მუშაობის ორიგინალობისა და გამომგონებლობის დემონსტრირება;
● ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება;
● ახალი და მრავალფეროვანი პერსპექტივებისთვის ღიაობა და მზაობა;
● შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში, მასში ეფექტური
და რეალური წვლილის შესატანად.
კრიტიკული
აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
● საღი მსჯელობა და აღქმა;
● რთული არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება;
● სხვადასხვა სისტემას შორის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება;
● მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების გასაცნობად
და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
● ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად
და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
[1] წყარო:
პარტნიორობა 21-ე
საუკუნის უნარ-ჩვევებისთვის
www.21stcenturyskills.org. მასალის გამოყენების უფლება მიღებულია.
Subscribe to:
Posts (Atom)